Skip to main content

ახალგაზრდების პრობლემა და მათი ვალი სამშობლოსთან.

      ახალგაზრდებში პრობლემები ძალზე მრავლადაა. პირველი და უმთავრესი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, რის გამოც ყველა მოზარდს არა აქვს სწავლისათვის ერთნაირად ხელსაყრელი გარემოპირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისათვის. სკოლაში სამეცნიერო საფუძვლების საწყისების სწავლის გარდა, მოზარდი მოქცევის კულტურასაც სწავლობს, რასაც საფუძველი ოჯახშივე ეყრება. დიახ, ოჯახში ყალიბდება და ვითარდება ეს კულტურა, რაც ინტელექტისაგან განსხვავდება, ის სხვადახვა საგნის შესწავლას არ ჰგავს. აკაკი წერეთლის ნათქვამია: ,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?" ასეა სწორედ, ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ეს დაინახო ახალგაზრდებში.
       ბუნებრივია, რომ ყველა წარჩინებული მოსწავლე ან სტუდენტი ვერ იქნება, მაგრამ ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი  დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა წრეზე სიარულით საინტერესო პროფესია აითვისონ ან ხელოვნებას დაეუფლონ. ყოველივე ზემოთქმულის არ არსებობის გამო ისინი უხეშად საუბრობენ და ასევე უხეშად ექცევიან გარშემომყოფებსაც.
          მხოლოდ ახლანდელი თაობა  არ შეიძლება დავადანაშაულოთ იმაში, რომ ისინი ასეთები არიან. ამაში დამნაშავენი არიან ის ადამიანი რომლებმაც მას საშუალება არ მისცეს რომ მისი ცოდნა სააშკაროზე გამოსულიყო და ასე თავისი ვალი მოეხადა თავის ქვეყნისათვის. ჩვენ, როგორც უფლებები ისე მოვალეობებიც უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ ის, რომ ჩვენს აღზრდაში მონაწილე მშობლებს უნდა დავუფასოთ შრომა და სამაგიერო კარგი სწავლით  გადავუხადოთ.  რაც შეეხება სწავლას, როგორც ზემოთაა აღნიშნული ზოგს იმის სახსრები არ გააჩნია რომ სადმე მოეწყოს, ეს არის პრობლემა ახალგაზრდების. ზოგს უმაღლესი არ აქვს დამთავრებული მაგრამ თავისი სპეციალობა(მაგალითად ხატვა) შესანიშვავად იცის, მას უნდა მიეცეს საშუალება რომ ეს ნიჭი სახალხოდ გამოააშკარაოს და არა თავისთვის მარტო დარჩეს გარიყული იმის გამო რომ მან თავის დროზე საკმარისი განათლება ვერ მიიღო? ჩემი აზრით ეს ასე არ უნდა იყოს და ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან საქართველოში ასეთი სიტუაცია უამრავია.

Comments

Popular posts from this blog

უნარშეზღუდულთა პრობლემა.

   ადამიანი როდესაც იბადება, მას არ შესწევს უნარი, რომ რაიმე საქმიანობას ჩაეჭიდოს.მაგრამ როდესაც იზრდება ის იღებს საშუალო განათლებას და მისი ცხოვრება შემდგომში მარტივია გარდა გამონაკლისისა. ესენია უნარშეზღუდულნი, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ მუდმივ ყოფაცხოვრებაში ჩაებან და მათი ცხოვრების განრიგი ძალზე შეზღუდულია. მათ ასევე არ აქვთ იმის საშუალება, რომ სკოლაში იარონ,სამსახური დაიწყონ,საზოგადოებრივ საქმეში ჩაებან და სხვა.    დღეს-დღეობით საქართველოში ეს პრობლემა მეტნაკლებად გადაწყვეტილია და არ არიან მიმალულნი ის ადამიანები, რომელთაც ეს პრობლება ძალზე აწუხებდათ.ჩვენ როდესაც დავინახავთ ასეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს ხელი კიარ უნდა ვკრათ, არამედ დახმარება უნდა გავუწიოთ, როგორც ფინანსურად ასევე ფიზიკურათაც. ეს სიკეთე ჩვენც გამოგვადგება და იმ უნარშეზღუდულსაც, მითუმეტეს საქართველოს ფონზე სადაც პატივისცემა თითქმის ჩამქრალია.

სოციალური რისკი

სოციალური რისკი განიხილება როგორც ადამიანის საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება მისი ცხოვრებიდან,მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან.ამ პრობლემამ კი შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოფაცხოვრებაზე. ჩვენ საფრთხიდან გამომდინარე უამრავ პრობლემად გვესახება: 1)მოსახლეობის მკვეთრი ცვლილება კლებისაკენ. 2)მოსახლეობის ასაკის მკვეთრი ცვლა დაბერებისაკენ, რომელშიც სხვადასხვა საშუალებები არიან დამნაშავენი. 3)მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება. 4)ხარისხიანი განათლების მეტნაკლებად ქონა. 5)უმუშევრობის ქონა (10%-25%) 6)შრომითი უფლების დაუცველობა და მომუშავეთა დისკრიმინაცია. 7)სოციალური დახმარების მეტნაკლებად ქონა.                და   სხვა. დღესდღეობით საქართველოში რესურსები,სარწყავი მიწები...არათანაბრადაა განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში

ნარკომანია

ნარკომანია სოციალური პრობლემა ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია ; იგი ცხოვრების წესია , გზა , რომელსაც ადამიანი ინტელექტის , სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს . სამწუხაროდ , უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა . ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ , არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ . არავისთვის არის საიდუმლო , რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო . ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ , და მაინც , ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება . ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა , რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით . მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი , მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება . იგი საყო...