Skip to main content

ნარკომანია



ნარკომანია
სოციალური პრობლემა ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა. მომხმარებელთა ჯგუფები ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის. 


Comments

Popular posts from this blog

უნარშეზღუდულთა პრობლემა.

   ადამიანი როდესაც იბადება, მას არ შესწევს უნარი, რომ რაიმე საქმიანობას ჩაეჭიდოს.მაგრამ როდესაც იზრდება ის იღებს საშუალო განათლებას და მისი ცხოვრება შემდგომში მარტივია გარდა გამონაკლისისა. ესენია უნარშეზღუდულნი, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ მუდმივ ყოფაცხოვრებაში ჩაებან და მათი ცხოვრების განრიგი ძალზე შეზღუდულია. მათ ასევე არ აქვთ იმის საშუალება, რომ სკოლაში იარონ,სამსახური დაიწყონ,საზოგადოებრივ საქმეში ჩაებან და სხვა.    დღეს-დღეობით საქართველოში ეს პრობლემა მეტნაკლებად გადაწყვეტილია და არ არიან მიმალულნი ის ადამიანები, რომელთაც ეს პრობლება ძალზე აწუხებდათ.ჩვენ როდესაც დავინახავთ ასეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს ხელი კიარ უნდა ვკრათ, არამედ დახმარება უნდა გავუწიოთ, როგორც ფინანსურად ასევე ფიზიკურათაც. ეს სიკეთე ჩვენც გამოგვადგება და იმ უნარშეზღუდულსაც, მითუმეტეს საქართველოს ფონზე სადაც პატივისცემა თითქმის ჩამქრალია.

სოციალური რისკი

სოციალური რისკი განიხილება როგორც ადამიანის საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება მისი ცხოვრებიდან,მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან.ამ პრობლემამ კი შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოფაცხოვრებაზე. ჩვენ საფრთხიდან გამომდინარე უამრავ პრობლემად გვესახება: 1)მოსახლეობის მკვეთრი ცვლილება კლებისაკენ. 2)მოსახლეობის ასაკის მკვეთრი ცვლა დაბერებისაკენ, რომელშიც სხვადასხვა საშუალებები არიან დამნაშავენი. 3)მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება. 4)ხარისხიანი განათლების მეტნაკლებად ქონა. 5)უმუშევრობის ქონა (10%-25%) 6)შრომითი უფლების დაუცველობა და მომუშავეთა დისკრიმინაცია. 7)სოციალური დახმარების მეტნაკლებად ქონა.                და   სხვა. დღესდღეობით საქართველოში რესურსები,სარწყავი მიწები...არათანაბრადაა განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში