ახალგაზრდებში პრობლემები ძალზე მრავლადაა. პირველი და უმთავრესი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, რის გამოც ყველა მოზარდს არა აქვს სწავლისათვის ერთნაირად ხელსაყრელი გარემოპირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისათვის. სკოლაში სამეცნიერო საფუძვლების საწყისების სწავლის გარდა, მოზარდი მოქცევის კულტურასაც სწავლობს, რასაც საფუძველი ოჯახშივე ეყრება. დიახ, ოჯახში ყალიბდება და ვითარდება ეს კულტურა, რაც ინტელექტისაგან განსხვავდება, ის სხვადახვა საგნის შესწავლას არ ჰგავს. აკაკი წერეთლის ნათქვამია: ,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?" ასეა სწორედ, ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ეს დაინახო ახალგაზრდებში. ბუნებრივია, რომ ყველა წარჩინებული მოსწავლე ან სტუდენტი ვერ იქნება, მაგრამ ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა წრეზე სიარულით საინტერესო პროფესია აითვისონ ან ხელოვნებას დაეუფლონ. ყოველივე ზემოთქმულის არ არსებობის გამო ისინი უხეშად სა...