Skip to main content

Posts

ნარკომანია

ნარკომანია სოციალური პრობლემა ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია ; იგი ცხოვრების წესია , გზა , რომელსაც ადამიანი ინტელექტის , სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს . სამწუხაროდ , უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა . ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ , არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ . არავისთვის არის საიდუმლო , რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო . ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ , და მაინც , ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება . ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა , რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით . მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი , მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება . იგი საყო...
Recent posts

უნარშეზღუდულთა პრობლემა.

   ადამიანი როდესაც იბადება, მას არ შესწევს უნარი, რომ რაიმე საქმიანობას ჩაეჭიდოს.მაგრამ როდესაც იზრდება ის იღებს საშუალო განათლებას და მისი ცხოვრება შემდგომში მარტივია გარდა გამონაკლისისა. ესენია უნარშეზღუდულნი, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ მუდმივ ყოფაცხოვრებაში ჩაებან და მათი ცხოვრების განრიგი ძალზე შეზღუდულია. მათ ასევე არ აქვთ იმის საშუალება, რომ სკოლაში იარონ,სამსახური დაიწყონ,საზოგადოებრივ საქმეში ჩაებან და სხვა.    დღეს-დღეობით საქართველოში ეს პრობლემა მეტნაკლებად გადაწყვეტილია და არ არიან მიმალულნი ის ადამიანები, რომელთაც ეს პრობლება ძალზე აწუხებდათ.ჩვენ როდესაც დავინახავთ ასეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს ხელი კიარ უნდა ვკრათ, არამედ დახმარება უნდა გავუწიოთ, როგორც ფინანსურად ასევე ფიზიკურათაც. ეს სიკეთე ჩვენც გამოგვადგება და იმ უნარშეზღუდულსაც, მითუმეტეს საქართველოს ფონზე სადაც პატივისცემა თითქმის ჩამქრალია.

ახალგაზრდების პრობლემა და მათი ვალი სამშობლოსთან.

      ახალგაზრდებში პრობლემები ძალზე მრავლადაა. პირველი და უმთავრესი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, რის გამოც ყველა მოზარდს არა აქვს სწავლისათვის ერთნაირად ხელსაყრელი გარემოპირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისათვის. სკოლაში სამეცნიერო საფუძვლების საწყისების სწავლის გარდა, მოზარდი მოქცევის კულტურასაც სწავლობს, რასაც საფუძველი ოჯახშივე ეყრება. დიახ, ოჯახში ყალიბდება და ვითარდება ეს კულტურა, რაც ინტელექტისაგან განსხვავდება, ის სხვადახვა საგნის შესწავლას არ ჰგავს. აკაკი წერეთლის ნათქვამია: ,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?" ასეა სწორედ, ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ეს დაინახო ახალგაზრდებში.        ბუნებრივია, რომ ყველა წარჩინებული მოსწავლე ან სტუდენტი ვერ იქნება, მაგრამ ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი  დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა წრეზე სიარულით საინტერესო პროფესია აითვისონ ან ხელოვნებას დაეუფლონ. ყოველივე ზემოთქმულის არ არსებობის გამო ისინი უხეშად სა...

სოციალური რისკი

სოციალური რისკი განიხილება როგორც ადამიანის საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება მისი ცხოვრებიდან,მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან.ამ პრობლემამ კი შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოფაცხოვრებაზე. ჩვენ საფრთხიდან გამომდინარე უამრავ პრობლემად გვესახება: 1)მოსახლეობის მკვეთრი ცვლილება კლებისაკენ. 2)მოსახლეობის ასაკის მკვეთრი ცვლა დაბერებისაკენ, რომელშიც სხვადასხვა საშუალებები არიან დამნაშავენი. 3)მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება. 4)ხარისხიანი განათლების მეტნაკლებად ქონა. 5)უმუშევრობის ქონა (10%-25%) 6)შრომითი უფლების დაუცველობა და მომუშავეთა დისკრიმინაცია. 7)სოციალური დახმარების მეტნაკლებად ქონა.                და   სხვა. დღესდღეობით საქართველოში რესურსები,სარწყავი მიწები...არათანაბრადაა განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში