Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2015

ნარკომანია

ნარკომანია სოციალური პრობლემა ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია ; იგი ცხოვრების წესია , გზა , რომელსაც ადამიანი ინტელექტის , სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს . სამწუხაროდ , უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა . ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ , არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ . არავისთვის არის საიდუმლო , რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო . ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ , და მაინც , ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება . ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა , რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით . მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი , მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება . იგი საყო...

უნარშეზღუდულთა პრობლემა.

   ადამიანი როდესაც იბადება, მას არ შესწევს უნარი, რომ რაიმე საქმიანობას ჩაეჭიდოს.მაგრამ როდესაც იზრდება ის იღებს საშუალო განათლებას და მისი ცხოვრება შემდგომში მარტივია გარდა გამონაკლისისა. ესენია უნარშეზღუდულნი, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ მუდმივ ყოფაცხოვრებაში ჩაებან და მათი ცხოვრების განრიგი ძალზე შეზღუდულია. მათ ასევე არ აქვთ იმის საშუალება, რომ სკოლაში იარონ,სამსახური დაიწყონ,საზოგადოებრივ საქმეში ჩაებან და სხვა.    დღეს-დღეობით საქართველოში ეს პრობლემა მეტნაკლებად გადაწყვეტილია და არ არიან მიმალულნი ის ადამიანები, რომელთაც ეს პრობლება ძალზე აწუხებდათ.ჩვენ როდესაც დავინახავთ ასეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს ხელი კიარ უნდა ვკრათ, არამედ დახმარება უნდა გავუწიოთ, როგორც ფინანსურად ასევე ფიზიკურათაც. ეს სიკეთე ჩვენც გამოგვადგება და იმ უნარშეზღუდულსაც, მითუმეტეს საქართველოს ფონზე სადაც პატივისცემა თითქმის ჩამქრალია.